|
2016-03-10 17:10:17, 618 ნახვა
საზოგადოება
„ტავ ჯორჯია“ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა - “ITB Berlin 2016”-ში მონაწილეობს
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია, “TAV Georgia”, მონაწილეობას იღებს 50-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა- “ITB Berlin 2016”-ში, რომელიც ტურისტული და სავაჭრო ბიზნესის სექტორში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მოვლენად ითვლება. აღნიშნულ გამოფენაზე “TAV Georgia” მეშვიდედ მონაწილეობს დამთვალიერებელთა შორის და ამჯერადაც დიდ ინტერესს იწვევს. “ITB Berlin 2016”-ის ფარგლებში, “TAV Airports”-ის და მასთან ერთად “TAV Georgia”-ს წარმომადგენლები, სამომავლო პროექტების განსახილველად საქმიან შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა ბიზნესისა და საერთაშორისო ავიაკომპანიების დელეგატებთან. მონაწილეთა რაოდენობა წელსაც საკმაოდ მაღალია. 160,000 კვადრატულ მეტრ საგამოფენო სივრცეში, 5 კონტინენტის, 185 ქვეყნის 10,000-მდე წარმომადგენელი, ვიზიტორებს ტურიზმთან დაკავშირებულ პროდუქციას და სერვისებს წარუდგენს. “ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 100 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღესდღეისობით „TAV Airports Holding” და მისი პარტნიორი კომპანია „Aeroports de Paris Group” მსოფლიო მასშტაბით ოპერირებას უწევენ 37 აეროპორტს და ემსახურებიან 200 მილიონზე მეტ მგზავრს, მათ შორის(სტამბოლის ათათურქის აეროპორტი, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი, ზაგრების, სკოპიეს, რიგის, მედინას აეროპორტები და სხვა). ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანიის აქციები თავისუფალ საჯარო გაყიდვაშია პარიზისა და სტამბოლის საფონდო ბირჟებზე.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)