|
2016-03-10 16:46:39, 791 ნახვა
საზოგადოება
განათლების ექსპერტი განათლების სისტემაში რამდენიმე რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს
სახელმწიფოს მიდგომა პედაგოგების პროფესიული განვითარებისადმი არასწორია“, - ასე გამოეხმაურა განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბარში პედაგოგების საგნობრივი გამოცდის შედეგებს, რომლის მიხედვითაც პედაგოგთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. ექსპერტის შეფასებით, ძალიან ბევრი მკაფიო მაგალითია იმისთვის, რომ განათლების სამინისტროს სქემამ ვერ გაამართლა. ექსპერტი ფიქრობს, რომ უწყება უნდა დაეფუძნოს რეალურ ვითარებას, რეფორმა უნდა გატარედეს განათლების პროგრამაზე და უმაღლეს სასწავლებლებში. „სახელმწიფოს მიდგომა მასწავლებლების პროფესიული განვითარებისადმი არასწორია. ძალიან ბევრი მკაფიო მაგალითია იმის, რომ სამინისტროს სქემამ აპრიორი არ გაამართლა. ეს გამოცდებიც ადასტურებს იმას, რომ ახალი სქემის შემოღებით დაახლოებით 3000 ადამიანი, რომელსაც სერტიფიცირების გამოცდა ჰქონდა ჩაბარებული, მაგრამ არ იყო მოქმედი მასწავლებელი და ისინი უნდა შესულიყვნენ სისტემაში, იმიტომ რომ უკვე სკოლებს სერტიფიცირებული მასწავლებლების აყვანის ვალდებულება ჰქონდათ, ისინი დატოვა განათლების სისტემამ. სამინისტრომ ყველა მასწავლებელს მიანიჭა პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი და ახლა უტარებს საგნობრივ გამოცდებს? ამ შედეგებზე იძახის, რომ უკეთესი მოლოდინი არ ჰქონდათ? წარმოუდგენელია ასეთი შედეგის მქონე მასწავლებელებისგან ველოდოთ ახალ, ღია განათლებას და სამინისტრო ამისთვის არაფერს არ აკეთებდეს. ამ პროფესიაში კვალიფიციური ახალი თაობა არ მოდის, არც არაფერი კეთდება ახალი. მეორეს მხრივ, ვინც კვალიფიციურია სისტემაში, მათი წახალისება არ ხდება, რომ ეს გახდეს ერთ-ერთი წინაპირობა კონკურენციის და მოქმედი მასწავლებლის დაინტერესებული იყვნენ თავიანთი კვალიფიციურობით. პრობლემა არის მთლიან ხედვაში. სამინისტრო უნდა დაეფუძნოს რეალურ ვითარებას და აქედან გამომდინარე მასწავლებლის პროფესია უნდა გახდეს ყველაზე პრესტიჟული. სანამ ილუზია გვექნება, რომ მომავალ თაობებს მოვამზადებთ, შეიძლება მოვიზიდოთ კარგი ადამიანები უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ უმაღლესი სასწავლებელმა ვერ გამოუშვას კარგი პროფესიონალიზმი. უმაღლესი სასწავლებლები არ არიან მზად პირდაპირ ვამბობ 21 საუკუნის მასწავლებლის მოსამზადებლად. ერთი რეფორმა უმაღლესებში არის ჩასატარებელი, განათლების პროგრამაზე სერიოზული რეფორმა ასევე და მასწავლებლის პრესტიჟის გაზრდა“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ტაბატაძემ. შეგახსენებთ, პედაგოგთა უმრავლესობამ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, -ამის შესახებ ინფორმაცია ,,ბიზნესკონტაქტმა“ გაავრცელა. პედაგოგთა ბოლო საგნობრივი გამოცდაზე, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში ჩატარდა, ტესტირება 6 477-მა გაიარა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი რომელიც 60%-ით განისაზღვრებოდა, მხოლოდ 17%-მა ანუ 1 101-მა გადალახა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს აქვთ. დაწყებითი კლასის პედაგოგებიდან მხოლოდ 94-მა პედაგოგმა შეძლო ტესტირების მინიმალური ზღვარის გადალახვა. საერთო ჯამში გამოცდაზე 1 167 დაწყბეთი კლასის პედაგოგი მივიდა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პედაგოგთა მხოლოდ 9%-მა გადალახა ზღვარი, 17-მა ქიმიაში, ხოლო ფიზიკაში 19.%-მა. უცხო ენის გამოცდაში ყველაზე მაღალი ქულები რუსულ ენაში დაფიქსირდა, გამოცდაზე მისული პედაგოგების ნახევარმა ზღვარი გადალახა. ინგლისურ ენაში ზღვარის გადალახვა 83პედაგოგმა შეძლო, მაშინ როდესაც ინგლისური ენის გამოცდაზე სულ 458 პედაგოგი გავიდა, 29-დან 10-მა შეძლო ზღვარის გადალახვა გერმანულ ენაში. რაც შეეხება, ქართულ ენას და ლიტერატურას, აქ საკუთარი ცოდნის და კომპეტენციის დამტკიცება 15%-მა შეძლო, მათემატიკაში კი 381-დან მხოლოდ 26-მა პედაგოგმა მოახერხა ზღვარის გადალახვა. აღნიშნული ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემაც დაადასტურა. სანიკიძის განმარტებით, მსგავსი პრობლემა წინა წლებშიც იყო, რის გამოც სახელმწიფომ ახალი სისტემა შექმნა, რომლის ფარგლებშიც ყველა მასწავლებელს გადამზადების საშუალება ექნება.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)