|
2016-03-10 16:18:10, 429 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში რაიმე გართულებებს არ ელოდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროკომისიის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა. „ვულოცავ ქართველ ხალხს იმ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ გვამცნო კომისარმა. ჩვენმა საზოგადოებამ, რომელიც მოწადინებულია რეფორმების წარმატებისთვის, ყველაფერი გააკეთა ამ დღისთვის. მე არ ველოდები რამე გართულებებს, განსაკუთრებით კი, არ ველოდები ჩვენი მხრიდან, ამ გზაზე ვდგავართ მტკიცედ და დარწმუნებული ვარ, რომ არც ბრიუსელის და არც რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან იქნება განსხვავებული პოზიცია და დამოკიდებულება. კომისია რეკომენდაციას არ გასწევს, თუ პოლიტიკური კონსენსუსი არ არის მიღწეული. ამიტომ, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ შემდეგ რამდენიმე თვეს. წმინდა იურიდიული პროცედურები გვაქვს გასავლელი, მათ შორის ევროპარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ქართველებისთვის, მათი ოცნების ერთი ნაწილი რეალიზებული იქნება. უვიზო რეჟიმის გარდა, ხელისუფლების მცდელობების შედეგად, გვაქვს შანსი, ევროპაში მოგზაურობის დაბალბიუჯეტიანი შესაძლებლობა მივიღოთ. დარწმუნებული ვარ, ამ სიკეთით ძალიან ბევრი ქართველი ისარგებლებს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)