|
2016-03-10 15:17:09, 517 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ამაშუკელი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ზურაბ რუსიშვილმა შესაძლოა, ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დაიკავოს
რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ამაშუკელის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორებმა თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს. როგორც ამაშუკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობას გოჩა ზეიკიძე დაიკავებს, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობას კი, უკვე ყოფილი გუბერნატორის მოქმედი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე შეასრულებს. „მინდა, ორივე მათგანს გადავუხადო დიდი მადლობა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთის რეგიონს, აქ გუბერნატორის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გოჩა ზეიკიძე, ხოლო შიდა ქართლის შემთხვევაში, ამ ეტაპზე ბატონი ზურაბის მოქმედი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე დროებით მოვალეობას შეასრულებს“, - აღნიშნა ამაშუკელმა. კითხვაზე-რა გახდა მათ მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი, განაცხადა, რომ მიზეზი პირადი განცხადებაა. გიორგი ამაშუკელისთვის ასევე უცნობია, იგეგმება თუ არა სხვა ცვლილებები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თანამდებობა კახეთის გუბერნატორმაც დატოვოს და რეგიონში ცვლილებებს სამთავრობო ცვლილებები მოყვეს. კერძოდ, საუბარია, რომ შესაძლოა, ფინანსთა მინისტრის პოსტი ზურაბ რუსიშვილმა დაიკავოს. გიორგი ამაშუკელი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს; „ვერ დაგიდასტურებთ, არ ვფლობ ინფორმაციას“, - განაცხადა გიორგი ამაშუკელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)