|
2025-03-04 18:37:56, 633 ნახვა
პოლიტიკა
პლენარულ სხდომაზე სამშობლოს ღალატის მუხლს I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დამატებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს. კანონის წარდგენის დროს ოცნების დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ისაუბრა და თქვა, რომ როცა "სახელმწიფო სამშობლოს ღალატთან საბრძოლველად მექანიზმებს კარგავს, ის საკუთარ მომავალსაც საფრთხეში აყენებს". "კანონის პროექტი, რომელსაც დღეს მე თქვენ წარმოგიდგენთ ერთი აბზაცისგან შედგება, მაგრამ ამ კანონპროექტის მნიშვნელობა გაცილებით უფრო დიდია ჩვენი სამშობლოსთვის, ვინაიდან ის პასუხობს როგორც ჩვენი წარსული გმირების სულისკვეთებას, როდესაც ისინი სამშობლოს ერთგულებას საკუთარ სიცოცხლეზე მაღლა აყენებდნენ, ასევე ჩვენ მომავალ თაობებს, ვინაიდან სახელმწიფოს დაცვა ღალატისგან არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულება. [...] ეს სცდება უბრალოდ სამართლებრივ ცვლილებებს, ეს არ არის მხოლოდ მუხლის დამატება, არამედ სახელმწიფოს ფუნდამენტური დაცვის საკითხი. [...] კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როცა სახელმწიფო სამშობლოს ღალატთან საბრძოლველად მექანიზმებს კარგავს, ის საკუთარ მომავალსაც საფრთხეში აყენებს". - თქვა იონათამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)