|
2025-03-04 17:59:22, 597 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება
ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთთან, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა. კობახიძის თქმით, ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი და ასე ხდება, როდესაც ქვეყანა ექცევა გლობალური ომის პარტიის არსებითი გავლენის ქვეშ. „ესეც არის აშკარა ორმაგი სტანდარტი. ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ევროპარლამენტარები ამ სამი ქვეყნიდან ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან სანქციებზე მიერთებას. ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით, კონკრეტულად ღვინით, რუსეთის ფედერაციასთან. ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი, უპრინციპობა. ასე ხდება, როდესაც ქვეყანა ექცევა გლობალური ომის პარტიის არსებითი გავლენის ქვეშ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)