|
2025-03-04 15:20:29, 533 ნახვა
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი - როდესაც მედიის გარედან მართვა ხდება, იცვლება დღის წესრიგი, მიზნები და ამოცანები
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა სადაო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კანონში ცვლილებების შეტანა აუცილებელია სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის და ქვეყნის დემოკრატიისთვის. დღეს, სადაო პარლამენტში, პირველი მოსმენით განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვით, მაუწყებლების მიერ “უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება იკრძალება. იონათამიშვილმა განაცხადა ისიც, რომ როდესაც მედია გარედან დაფინანსდება, ეს მედიის ცენზურას იწვევს.
ცნობისთვის, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ემატება ნორმები, რომელთა თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება. აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება. ამასთანავე, აიკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) და პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)