|
2025-03-04 08:53:38, 883 ნახვა
მსოფლიო
ჯინ შაჰინი - უკრაინის სამხედრო დახმარების გაყინვით, პრეზიდენტმა ტრამპმა ფართოდ გაუღო კარი პუტინს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ეს შურისძიება ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის ფრონტზე დგას, არა მხოლოდ სამარცხვინოა, არამედ სახიფათოა, - ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი (დემოკრატიული პარტია), სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯინ შაჰინი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, უკრაინის სამხედრო დახმარება დააპაუზოს. „უკრაინის სამხედრო დახმარების გაყინვით, პრეზიდენტმა ტრამპმა ფართოდ გაუღო კარი პუტინს უდანაშაულო უკრაინელების წინააღმდეგ მისი ძალადობრივ აგრესიის ესკალაციისთვის. შედეგები უდავოდ დამანგრეველი იქნება“, - აღნიშნულია სენატორის განცხადებაში. ჯინ შაჰინი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს. „მოვუწოდებ ადმინისტრაციას, შეცვალოს კურსი და გახსოვდეთ, რომ ამერიკის ღირებულებები თავისუფალ სამყაროს ეკუთვნის და არა ავტოკრატებსა და მკვლელ დიქტატორებს“, - წერს სენატორი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)