|
2025-03-03 16:56:08, 614 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - დღეს ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც დასავლური სამყარო ესაუბრება, სალომე ზურაბიშვილია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
მოსწონთ თუ არა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, დღეს ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც დასავლური სამყარო ესაუბრება, სალომე ზურაბიშვილია, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტი არალეგიტიმურია და შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს მიღებული გადაწყვეტილებები უკანონოა. „დღეს 89 ადამიანი იკრიბება და თავის თავს უწოდებს პარლამენტს. მათ შეიძლება, სხვადასხვა მაღალფარდოვანი სახელები მოიგონონ, მაგრამ ცხადია, რომ 89 ადამიანი არალეგიტიმური არჩევნების შედეგად ვითომ და არის არჩეული, ვერ იქნება პარლამენტი. ამდენად, ის გადაწყვეტილება, რომელსაც ეს ადამიანები იღებენ, ცხადია, არის ასევე სრულიად უკანონო, არალეგიტიმური. დღეს ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც ესაუბრება დასავლური სამყარო, ესაუბრებიან პრეზიდენტები არის სალომე ზურაბიშვილი. ეს მოსწონს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუ არა, ეს მოცემულობაა, რეალობა, ფაქტი. მათ შეუძლიათ, ერთმანეთი გაამხნეონ, დანიშნონ ერთმანეთი მინისტრებად, კომიტეტების თავმჯდომარეებად. თუმცა ეს ყველაფერი იქნება „ფეიკი“, რადგან ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება და პარლამენტი“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)