|
2025-03-03 15:13:10, 584 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - FARA-ს ანალოგი კანონი გადმოგვაქვს, რომ ყველაფერი იყოს კონტროლირებადი და დანაშაულზე იყოს სისხლის სამართლის პასუხისგება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
პარლამენტში ინიცირებულია კანონი, რომელიც ამერიკული FARA-ს (უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი) ანალოგია და მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის გამჭვირვალობას, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან.
"ქართული ოცნების" განცხადებით, წლების განმავლობაში, დასავლეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში არაკეთილსინდისიერად ერეოდნენ, ხელს უწყობდნენ პოლარიზაციას და რევოლუციური სცენარების განხორციელებას. მათივე თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობისას უცხოური ძალები საქართველოს იძულებას ცდილობდნენ მეორე ფრონტის გახსნისკენ, რაც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის მშვიდობასა და სტაბილურობას.
ოპოზიცია და პროდასავლური ჯგუფები აღნიშნულ ინიციატივას „რუსული კანონების“ კოპირებად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ის საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. საერთაშორისო პარტნიორებიდან, ასევე ისმის კრიტიკა, თუმცა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ კანონი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად არის აუცილებელი. პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტის განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება და მოსალოდნელია ცხარე დებატები როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე საზოგადოებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)