|
2025-03-03 12:51:04, 525 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ეს ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია - თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გამოვიდნენ, მონაწილეობა მიიღონ და ნახავენ, რა შედეგებს მიიღებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხს გამოეხმაურა. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს კანონით დადგენილ დროს ჩატარდება. „ეს ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ - 100%-ით, რომ არჩევნები ჩაინიშნება რამდენიმე თვეში, ვგულისხმობ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს. თუ ვინმეს რამის თავი აქვთ, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გამოვიდნენ, მონაწილეობა მიიღონ და ნახავენ, რა შედეგებს მიიღებენ. რაც შეეხება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს, ეს გაიმართება, როგორც კანონით არის დადგენილი - 2028 წელს. დანარჩენი ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის აბსურდი და სრული სისულელე. თუ ვიღაცა გამოდის იქ, რუსთაველზე, რამდენიმე ცალი ადამიანი იკრიბება… ყველას აქვს უფლება შეიკრიბოს და გამოხატოს თავისი მოსაზრება, მთავარია ეს იყოს მშვიდობიან ფორმებში“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)