|
2025-03-01 18:05:15, 814 ნახვა
პოლიტიკა
ლელომ საგანგებო შტაბი იმერეთშიც შექმნა
„ლელო - ძლიერმა საქართველომ“ საგანგებო შტაბი იმერეთშიც შექმნა. ადგილზე პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან და გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში ჩარჩენილ მოსახლეობას ეხმარებიან. „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთის ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს პირველადი დახმარების ნივთებს, მედიკამენტებს და პროდუქტებს აწვდიან, პარალელურად კი მძიმე ტექნიკა საავტომობილო გზებს წმენდს. „გურიის მსგავსად ჩვენ საგანგებო შტაბი შევქმენით იმერეთის რეგიონშიც. იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც მარტო არიან დიდთოვლობის გამო და არ აქვთ, არც გზა და არც შესაძლებლობა პირველადი დანიშნულების საკვები ან მედიკამენტები თავად შეიძინონ. დავდივართ ადგილზე, დაქირავებული გვყავს სპეციალური ტექნიკა, ვწმენდთ გზებს. გავაგრძელებთ ამ საქმიანობას, ჩართულია ცხელი ხაზი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეგვეხმიანოს. საჭიროებებია ბევრია და განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რომ ადამიანები უბრალოდ მოკითხვის გარეშე არიან“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ მანამდე, საგანგებო შტაბი შექმნა ოზურგეთში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)