|
2025-03-01 15:51:45, 720 ნახვა
პოლიტიკა
თეონა აქუბარდია - ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ბალანსის პოლიტიკის დარღვევა დამაზიანებელია იმ საერთო ინტერესისთვის, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია
თეთრ სახლში გუშინდელი შეხვედრა ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა არის ის ინტერესი, რომლის ირგვლივაც არის სრულიად დასავლეთი გაერთიანებული, რაც ჩვენთვისაც საერთოა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისი თქმით, მთავარია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. „ეს მოლაპარაკებები არის დასაწყისი, გუშინდელი შეხვედრა ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა არის ის ინტერესი, რომლის ირგვლივაც არის სრულიად დასავლეთი გაერთიანებული, რაც, მათ შორის, ჩვენთვისაც საერთოა. ეს არის პროცესი და ამ პროცესში საბოლოო შედეგია მთავარი, ეს შედეგი უნდა იყოს ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა. თქვენ ნახეთ, რომ იმ მთავარი მიზნის ირგვლივ, რომელიც მშვიდობას უკავშირდება, პირველი საწყისი მოლაპარაკება გაიმართა. მოლაპარაკებები მარტივი ვერ იქნება, იმ აგრესიის მასშტაბიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთი უკრაინისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ ახორციელებს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ. მისი თქმით, რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, რეჟიმის მხრიდან ბალანსის პოლიტიკის დარღვევა დამაზიანებელია იმ საერთო ინტერესისთვის, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია. „რაც შეეხება ივანიშვილის „ოცნების“ პოზიციას, ბალანსის პოლიტიკის დარღვევა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან არის დამაზიანებელი იმ საერთო ინტერესისთვის, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია. ბალანსის პოლიტიკა პრეზიდენტ ტრამპს ნამდვილად არ დაურღვევია. მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძე იკავებს ერთ მხარეს და უპირისპირდება მეორე მხარეს იმ საერთო მიზანში, რასაც ჰქვია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, ეს არის საფრთხის შემცველი იმ საერთო მიზნისთვის, რასაც სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია, საფრთხის შემცველია ჩვენი საერთო ინტერესისთვის“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)