|
2025-03-01 10:30:31, 521 ნახვა
პოლიტიკა
დღეს თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება
პროტესტის 94-ე დღეს ქვეყნის მასშტაბით აქციები გაიმართება. საპროტესტო აქციები დაგეგმილია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. კერძოდ, 19:00 პროტესტის მონაწილეები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ შეიკრიბებიან. 20:00 საათზე კი აქცია პარლამენტთან გაიმართება. ასევე, 19:00 საათზე დაგეგმილია ონლაინ შეხვედრა ადვოკატებთან, ადმინისტრაციული ჯარიმები საპროტესტო აქციების დროს გზის გადაკეტვის გამო. რაც შეეხება რეგიონებს, გორში აქციის მონაწილეები 17:00 საათზე საკრებულოსთან შეიკრიბებიან, ლოზუნგით, „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“. ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან აქცია 18:00 საათზე იგეგმება. ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტოდ 19:00 საათზე შეიკრიბებიან. მათი ლოზუნგია - სამშობლოს სამსახურში! ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ 18:00 საათზე გაიმართება აქცია სახელწოდებით - „ბრძოლა გამარჯვებამდე“. თელავი, აქციას მერიის წინ 18:00-ზე მოაწყობენ. ქუთაისში, მერიის წინ კი, ლოზუნგით „კი ევროპას, არა რუსეთს!“, 19:00 საათზე შეიკრიბებიან. ჩხოროწყუში, ასევე მერიის წინ, აქცია 20:00 საათზეა დაგეგმილი ლოზუნგით „გაბედე პროტესტი ყოველდღე!“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)