21:24 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 19:22:26, 583 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოს სტიქიის შედეგების შეფასებაში დაეხმარება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დაეხმარება. ევროკავშირმა აამოქმედა კოპერნიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც სწრაფად შექმნის სატელიტურ რუკებს, რათა შეფასდეს თოვლის შედეგად მიყენებული ზიანი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოს ბევრი ტერიტორია ძირითადი სერვისების გარეშე დატოვა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის მძიმე პირობები შექმნა. რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად, ევროკავშირი კოპერნიკს მიმართავს, რათა სატელიტური გამოსახულებებისა და სხვა გეოსივრცითი მონაცემების გამოყენებით, ეფექტურად შეაფასოს ზარალი და დაეხმაროს ადგილზე სიტუაციის შეფასებაში.

„კოპერნიკი დაეხმარება მათ შეაფასოს თოვლის შედეგად მიყენებული ზიანი,“ - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics