|
2025-02-28 18:46:12, 696 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე წულაძე - გერმანიის მხრიდან თანამშრომლობის შეჩერება არ ეხება სტუდენტთა და კვლევითი პროგრამების განაგრძობას
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ალექსანდრე წულაძე, ეხმაურება გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო აჩერებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების სამინისტროსა და სხვა უწყებებთან. წულაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ვრცელდება სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სასტიპენდიო პროგრამებზე, მათ შორის, არც Erasmus+-ისა და DAAD-ის პროგრამებზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ პირადად მას ეს განცხადება გამაოგნებელი აღმოჩნდა, და რომ მოგვიანებით უფრო დეტალურად ისაუბრებს იმ პოლიტიკურ მიზნებზე და ინტერესებზე, რომლებიც მისი შეფასებით, ამ ნაბიჯს უკავშირდება. მინისტრმა პირობა დადო, რომ მომავალი თანამშრომლობის საკითხზე განაგრძობს მუშაობას და ამასთანავე, ყველა აქტიური საერთაშორისო პროგრამა გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)