|
2016-03-10 11:07:00, 395 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანული სადამკვირვებლო მისიის ცნობით, თარხან ბათირაშვილი მძიმედ არის დაჭრილი
ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი ცოცხალია, თუმცა ის მძიმედ არის დაჭრილი. ამის შესახებ, ინფორმაციას სირიაში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის ბრიტანული სადამკვირვებლო მისია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 4 მარტს შეერთებულმა შტატებმა სირიის ტერიტორიაზე პანკისელი ომარ ალ შიშანის განადგურების მიზნით იერიშები განახორციელა. დასავლური მედია ამერიკული სამხედრო ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ალ-შიშანი ერთ-ერთი საჰაერო ოპერაციის შედეგად მოკლეს. პანკისის ხეობაში თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ადგილობრივების განმარტებით, თარხან ბათირაშვილის სიკვდილის შემთხვევაში 5 დღის განმავლობაში პანკისი ამ ცნობას მიიღებდა. ინფორმაცია ალ-შიშანის ლიკვიდაციის შესახებ არ აქვს თარხან ბათირაშვილის მამასაც. ცნობისთვის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ფულადი ჯილდო ჰქონდა დაწესებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)