21:24 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-27 23:56:33, 750 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპი ამბობს, რომ პუტინი არ დაარღვევს უკრაინასთან შეთანხმებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი შეასრულებს უკრაინის შესახებ სამშვიდობო შეთანხმების პირობებს, მას შემდეგ რაც დაიდება. ამის შესახებ მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან შეხვედრაზე განაცხადა. მის სიტყვებს The New York Times ციტირებს.

„მე მას [პუტინს] დიდი ხანია ვიცნობ და არ მჯერა, რომ ის თავის სიტყვას დაარღვევს“, - თქვა ტრამპმა კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებდა, თუ რუსეთი საბოლოოდ ვერ შეასრულებდა სამშვიდობო შეთანხმებას.

მან გამოთქვა რწმენა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საომარი მოქმედებები არ განახლდება. „თუ შევთანხმდით, მაშინ შევთანხმდით“, დარწმუნებულია ის. "მე რომ არ მოვიგო არჩევნები, არ ვფიქრობ, რომ ახლა პუტინს ან ვინმე სხვას ველაპარაკებოდით", - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

ის ამბობს, რომ ორივე მხარის სახელით ლაპარაკობს, როდესაც საქმე კონფლიქტის დასრულების სურვილს ეხება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics