2025-02-27 10:37:53, 642 ნახვა
მსოფლიო
თეთრმა სახლმა რამდენიმე ჟურნალისტი დონალდ ტრამპის კაბინეტის შეხვედრაზე არ დაუშვა
სააგენტო Reuters-ის ცნობით, თეთრმა სახლმა Associated Press-ის ფოტოგრაფს, Reuters-ის, HuffPost-ისა და გერმანული Der Tagesspiegel-ის რეპორტიორებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კაბინეტის პირველი შეხვედრის გაშუქების უფლება არ მისცა.
ცნობისთვის, სამშაბათს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ თეთრი სახლი თავად განსაზღვრავდა იმას, თუ რომელ მედიასაშუალებებს მიანიჭებდა პრეზიდენტთან წვდომის უფლებას.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლივიტის განცხადებით, ტრადიციული მედიასაშუალებები დონალდ ტრამპის ყოველდღიურად გაშუქებას კვლავ შეძლებენ, თუმცა თეთრი სახლი განსაზღვრავს იმ მედია საშუალებებს, რომელთაც პატარა სივრცეებში, მაგალითად, ოვალურ კაბინეტში, პრეზიდენტთან წვდომა ექნებათ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,