|
2016-03-09 21:01:41, 353 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს მიმართა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი დააწესონ
ევროკომისარმა მიგრაციის, შიდა საქმეებისა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამპოლუსმა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე მიმართა. ამის შესახებ ავრამოპულოსმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამბავი პოზიტიურია, თუმცა მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დეკემბერში დადებითი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. „კომისიამ დღეს წარმოადგინა წინადადება, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზის გაუქმება განხორციელდეს. შესაბამისად, საქართველო შევა იმ ქვეყანათა რიცხვში, რომელთა მოქალაქეებსაც ეძლევათ შესაძლებლობა შენგენის ქვეყნებში ვიზის გარეშე შევიდნენ. ეს რა თქმა უნდა არ არის გასაკვირი და სიურპრიზი, ვინაიდან გასული წლის დეკემბერში დადებითი შეფასება მოჰყვა საქართველოს მიერ წარმართულ საქმიანობას. საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა ყველა კრიტერიუმი შეასრულა და შესაბამისად, გაწეული საქმიანობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ამ შედეგის მიღწევა. ახლა ეს წინადადება გადაეცემა ევროპის საბჭოს და ევროპარლამენტს, რომლებიც ვიმედოვნებ, მალე დაამტკიცებენ და მიიღებენ ამ წინადადებას“, - განაცხადა ავრამოპულოსმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)