12:02 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 11:57:30, 1004 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკომისარი - ევროკავშირმა უკრაინას კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება შესთავაზა

ევროკავშირმა უკრაინას კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება შესთავაზა, - ამის შესახებ ევროკომისარმა სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში, სტეფან სეჟურნემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, კრიტიკული მინერალების შესახებ ორივე მხარისთვის მომგებიანი შეთანხმება მან უკრაინელ ოფიციალურ პირებს კიევში, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ვიზიტისას შესთავაზა.

„ევროპისთვის საჭირო 30 კრიტიკული ნედლეულიდან 21-ის მიწოდება უკრაინას ორივე მხარისთვის მომგებიანი შეთანხმების ფარგლებში შეუძლია. ევროპის შეთავაზების დამატებითი ღირებულება ის არის, რომ ჩვენ არასდროს მოვითხოვთ შეთანხმებას, რომელიც ორივე მხარისთვის მომგებიანი არ იქნება“, - განაცხადა სეჟურნემ.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ და უკრაინა იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან ახლოს არიან.

„პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები. შეიძლება მიმდინარე კვირაში ან მომავალ კვირაში ჩამოვიდეს, რათა შეთანხმებას ხელი მოაწეროს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics