|
2016-03-09 18:00:52, 370 ნახვა
პოლიტიკა
თურქეთის შესახებ გოგი თოფაძის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობა ემიჯნება
თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, - ასე გამოეხმაურა საპარალმენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის გოგი თოფაძის განცხადებას. როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თურქეთთან ურთიერთობები გააღრმავოს. „ეს არის არაკორექტული განცხადება ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მისამართით. მინდა, აღვუთქვა ჩვენს თურქ პარტნიორებსა და კოლეგებს, რომ ამ აზრს არ იზიარებენ საპარლამენტო უკრალესობა და და საქართველოს მთავრობა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, რომელთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს მმართველი გუნდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“, -განაცხადა კვაჭანტირაძემ. ცნობისთვის, დეპუტატმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ „ მთელი საუბარი იმაზე ააგეს, რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და „გაზპრომთან“ მოლაპარაკება როგორ შეიძლებაო. თუ საკითხს ასე ვუდგებით, მაშინ თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?!“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)