06:58 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-23 15:36:41, 493 ნახვა

სამართალი
ორთაჭალაში მოკლული, თამაზ მთივლიშვილის დედა პროკურატურას სპეციალური წერილით მიმართავს და მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის პატიმრობაში დატოვებას სთხოვს

თამაზ მთივლიშვილის დედა გამოძიებას სპეციალური წერილით მიმართავს და სთხოვს, მომხდარში მონაწილე ყველა პირი პატიმრობაში გაუშვან. მისი თქმით, მის შვილს იმდენად მძიმე და იმდენი დაზიანებები აქვს, რომ ამას მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ ჩაიდენდა. შვილმკვდარი დედა აღნიშნავს, რომ გიორგი პაპაშვილი და ასევე ის პირები, ვინც ამას ხელი შეუწყო, საზოგადოებისთვის საშიშები არიან.  

„მოგმართავთ სასტიკად მოკლული და ნაცემი თამაზ მთივლიშვილის გაუბედურებული დედა. ჩემი შვილის სიკვდილში მხილებული პირები: გიორგი პაპაშვილი, ვერიკო კაპანაძე, საბა რობაქიძე, ლუკა გვენეტაძე და ბაირამოვი არიან საშიში ადამიანები საზოგადოებისთვის. მე ახლა ვზივარ და ვხედავ ჩემი შვილის სასტიკად ნაწამებ და დასახიჩრებულ სხეულს. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რა სისასტიკითაა მოკლული. ბრალდებულებმა ჩემი შვილი ჯერ ისევ ცოცხალი დატოვეს 2 დღით და გარედან ჩაუკეტეს კარი. მჯერა, ჩემი თაზო დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩენოდა. უმორჩილესად გთხოვთ, თამაზ მთივლიშვილის მკვლელს და მის დამფარავ პირებს შეუფარდოთ პატიმრობა, რადგან მათ ორი დღე დამალეს ჩემი შვილის ცხედარი და ხელი შეუწყვეს მკვლელს,“ - წერს მთივლიშვილის დედა.

ცნობისთვის, თბილისში სასტიკი მკვლელობა 17 თებერვალს მოხდა. თამაზ მთივლიშვილს 16 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა. მან თანამშრომლები საშაურმეში დაპატიჟა, ხოლო მეორე დღეს ისინი დაბადების დღის აღნიშვნის გასაგრძელებლად გიორგი პაპაშვილის ბინაში შეიკრიბნენ. სწორედ აქ მოხდა ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მთივლიშვილსა და პაპაშვილს შორის, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics