2016-03-09 15:56:06, 526 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას N1 ჩიხში ასფალტის საფარის მოწყობა დაიწყო
საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ვაჟა-ფშაველას N1 ჩიხში ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაესაუბრა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით,აღსანიშნავია, რომ ასფალტის ძველი საფარის მოხსნის შედეგად, ობიექტზე 22 მიწისქვეშა ჭა აღმოჩნდა, რომელზეც ასფალტის საფარი იყო გადაგებული. შემსრულებელმა კომპანიამ კომუნიკაციები მოაწესრიგა. მოხდა ჭების აწევა საგზაო ნიშნულამდე, მოეწყო ბორდიურები.
ამ მისამართზე ორფენიანი ასფალტი 2 492მ2 ტერიტორიაზე იგება. პროექტს კომპანია „ჯეოსერვისი“ ახორციელებს. პროცესი ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტის მეთვალყურეობით მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან