|
2025-02-19 16:48:16, 498 ნახვა
მსოფლიო
მედია - აშშ-მა რუსეთში ელჩად შესაძლოა, რიჩარდ ნორლანდი დანიშნოს
აშშ-მა რუსეთში ელჩად შესაძლოა, რიჩარდ ნორლანდი დანიშნოს, რომელიც წარსულში საქართველოში აშშ-ის ელჩად მსახურობდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, შესაძლოა, ნორლანდმა რუსეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლინ თრეისი შეცვალოს. „კომერსანტის“ ცნობით, რიჩარდ ნორლანდის კანდიდატურა რუსეთში ელჩის თანამდებობაზე ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციამ წარადგინა. 69 წლის რიჩარდ ნორლანდი ამჟამად ლიბიაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად მუშაობს. აღნიშნულ თანამდებობაზე ის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, 2019 წელს დაინიშნა. ის საქართველოში ელჩად 2012 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ივლისამდე მსახურობდა. ასევე ხელმძღვანელობდა საელჩოებს ლიბიასა და უზბეკეთში, იყო აშშ-ის ელჩის მოადგილე ავღანეთსა და ლატვიაში. ამასთან, როგორც „კომერსანტი“ წერს, რუსეთიდან აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე განიხილება ალექსანდრ დარჩევი, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებაში ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და კანადაში რუსეთის ყოფილი ელჩია. ერ-რიადში 18 თებერვალს გამართული რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ მოსკოვსა და ვაშინგტონში საელჩოებში თანამშრომელთა რაოდენობის აღდგენაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი და აშშ შეთანხმდნენ მოსკოვსა და ვაშინგტონში ელჩების სწრაფი დანიშვნის უზრუნველყოფაზე.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)