09:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 13:47:03, 642 ნახვა

საზოგადოება
რუსთავის ავტოდრომმა ცნობილ ქალბატონებს შორის სარვამარტო შეჯიბრს უმასპინძლა

რუსთავის ავტოდრომმა ცნობილ ქალბატონებს შორის  სარვამარტო შეჯიბრს უმასპინძლა.

8 მარტის საავტომობილო შეჯიბრი ტრადიციულია, მისი მიზანია დაანგრიოს სტერეოტიპი ქალი–მძღოლების შესახებ და დემონსტრირება მოახდინოს, რომ ქალბატონები ოსტატურად მართავენ ავტომობილებს. ღონისძიების ტრადიციული პარტნიორია „ვისოლი“.

“მოხარული ვართ, რომ წელსაც ვუმასპინძლეთ ცნობილი ქალბატონების პროფესიონალურ ავტოშეჯიბრს რუსთავის ავტოდრომზე და ამ ფორმით მივულოცეთ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე. „ვისოლის“ მომხმარებლებს შორის ბევრი ქალბატონია, რომლებიც ყოველდღიურად ენდობიან ჩვენი პროდუქტისა თუ მომსახურების გამორჩეულ ხარისხს, შესაბამისად, მინდა მათ მადლობა გადავუხადო განსაკუთრებული ერთგულებისათვის და უსაფრთხო მგზავრობა ვუსურვო“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. 

პროფესიულ რბოლაში პირველი ადგილი მანიკა ასათიანმა მოიპოვა. შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ ასევე შორენა ბეგაშვილი, ნინო ხაჟომია, ქეთი ხატიაშვილი და სხვები. გამარჯვებულებს „ვისოლისგან“ გამორჩეულად მაღალი ხარისხის „ეკოს“ საწვავი გადაეცათ. 

პრიზები ასევე დააწესეს პარფიუმერულმა მაღაზიათა ქსელმა „ლუტეცია“ და ესთეტიკურმა ცენტრმა – „პრაიმ ესთეტიკი“. 

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაშინიანი - საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია
ალიევი - აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციებს ეფუძნება, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ჩვენს ხალხებს შორის
საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
სამართალდამცველებმა კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics