03:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 18:25:52, 402 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - მინდა მივმართო მზია ამაღლობელს მას ვუთხრა დიდი მადლობა იმისთვის, რაც მან გააკეთა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა, ბრიფინგზე, მზია ამაღლობელზე ისაუბრა, ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტისთვის და სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

„მინდა მივმართო მზია ამაღლობელს. მას ვუთხრა დიდი მადლობა იმისთვის, რაც მან გააკეთა, იმისთვის, რაც მან დღეს გააკეთა, როცა შიმშილობა შეწყვიტა. იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ლიდერები, გვჭირდება მაგარი ქალები, მაგარი პიროვნებები ცოცხალი, არ გვჭირდება მსხვერპლი. ჩვენ გვჭირდება გამარჯვების სული და ეს მოგვცა მზია ამაღლობელმა. ეს შემართება საზღვრებს მიღმა გაიტანა, ძალიან ბევრი ადამიანი მას გულშემატკივრობს და ეს გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება, როცა ის იქნება ცოცხლად ჩვენი საზოგადოების ლიდერი, ეს ძალიან გვჭირდება. ძალიან დიდი მადლობა მზია, და გისურვებთ სწრაფად გამოჯანმრთელებას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics