|
2025-02-18 11:25:20, 467 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის ლიდერობის პირობებში, ქვეყანამ სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია
ბიძინა ივანიშვილი რომ არა, საქართველო და ქართველი ხალხი დღეს იქნებოდა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე ახლა უკრაინა და უკრაინელი ხალხი იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. „ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს! ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ცხადად დაადასტურა, როგორ ბეწვის ხიდზე გაიარა საქართველომ განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, საქართველო და ქართველი ხალხი დღეს იქნებოდა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე ახლა უკრაინა და უკრაინელი ხალხი იმყოფება. ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ის, რაც ასე ძლიერ გვაკლდა საქართველოში – სახელმწიფო საქმის მოთმინებით კეთების კულტურა. ჭარბი ემოციები და მოუთმენლობა ჩვენს ქვეყანას რამდენიმე ომად, უცხოური აგენტურის ცხრაწლიან ავტორიტარულ მმართველობად და მძიმე ეკონომიკურ ჩამორჩენად დაუჯდა. ბიძინა ივანიშვილის ლიდერობის პირობებში, ქვეყანამ ყველაზე რთული გამოწვევები წარმატებით დაძლია, თორმეტწლიანი უწყვეტი მშვიდობა შეინარჩუნა და სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია. ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვუხდი მადლობას, ყველა იმ დიდი საქმისთვის, რომელიც მას საქართველოსთვის და მისი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის უკეთებია!“, – წერს ირაკლი კობახიძე.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)