|
2025-02-17 13:50:03, 357 ნახვა
მსოფლიო
სვეტლანა ციხანოუსკაია - ვლოცულობ, რომ 2020 წლის ბელარუსის კოშმარი საქართველოში არ განმეორდეს
„ჩემი ერის სახელით მინდა, ქართველ ხალხს მხარდაჭერა და აღფრთოვანება გამოვუცხადო – იმ ხალხს, ვინც საკუთარ უფლებებს იცავს,“ – უთხრა ბელარუსის დემოკრატიულმა ლიდერმა სვეტლანა ციხანოუსკაიამ რადიო თავისუფლებას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. „როდესაც იმ ე.წ. არჩევნების შემდეგ ქუჩაში გამოსულ ხალხს ვუყურებდი, 2020 წლის ბელარუსი დავინახე. გულწრფელად გეტყვით, ვლოცულობდი, რომ ის რეპრესიები, რაც ჩვენ გადავიტანეთ, თქვენ არ განგეცადათ – ეს საშინელებაა“, - განუცხადა ციხანოუსკაიამ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს. „ვიცი, რომ ზეწოლა, შესაძლოა, გაიზარდოს, მაგრამ არ მინდა, იმ გზაზე გაიაროთ, რაც ჩვენ გავიარეთ. მინდა, რომ ძლიერები დარჩეთ და იმედი არ დაკარგოთ“, - თქვა მან. ციხანოუსკაიას თქმით, ბელარუსში ბრძოლა უკვე ოთხი წელია გრძელდება, მაგრამ ხალხი არ ნებდება. „ვგრძნობ, რომ თქვენც ასე იქნებით – ბოლომდე დადგებით. მაგრამ, მხოლოდ სიტყვები არ კმარა – დემოკრატიული სამყაროსგან რეალური მხარდაჭერაა საჭირო, რეალური ნაბიჯები შეშფოთებების ნაცვლად. დღეს კონფერენციაზე საქართველო ბევრჯერ ახსენეს. თქვენ ეს მხარდაჭერა გაქვთ, და რაც მთავარია – გაქვთ ნება და სიმტკიცე“, - თქვა მან. „ვიცი, რომ ძალიან რთულ ვითარებაში ხართ – ჩვენ საზღვარი გვაქვს ევროკავშირთან, და ბელარუსზე შეტევა მთელი ევროპისთვის საფრთხედ აღიქმება. საქართველო ცოტა უფრო მოშორებულია და გარშემორტყმულია სხვა ქვეყნებით, მაგრამ მჯერა, რომ ამასაც გაუმკლავდებით“, - თქვა სვიატლანა ციხანოუსკაიამ.
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)