18:10 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-16 20:14:27, 511 ნახვა

მსოფლიო
ევროპელი ლიდერები პარიზში უკრაინის ომთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს გამართავენ

ევროპელი ლიდერები უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს გამართავენ – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით იმართება.

ამასთან, BBC წერს, რომ სამიტს დაესწრება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც – ის, სავარაუდოდ, ორშაბათს პარიზში ჩატარდება.

“საუბარი ვლადიმერ პუტინსა და ტრამპს შორის მძლავრი სიგნალია მშვიდობის და არა ომის შესახებ დიალოგის დასაწყებად;

ტრამპს შეუძლია რუსეთში ჩამოსვლა ნებისმიერ დროს, როცა ის ამას გადაწყვეტს.

პუტინი სიამოვნებით მიიღებს მოსკოვში გამარჯვების დღეს ყველა სახელმწიფოს მეთაურს, რომლებიც მზად არიან გაიზიარონ რუსეთის ფედერაციასთან ამ დღესასწაულის სიამაყე;

რუსეთის ფედერაციისა და შეერთებული შტატების ლიდერების შეხვედრისთვის მომზადება განსაკუთრებულ ძალისხმევას და სამუშაო დონეზე აზრთა გაცვლას მოითხოვს. ლიდერთა პირველი შეხვედრა შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს" - პუტინის პრეს-სპიკერი, დიმიტრი პესკოვი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics