|
2025-02-15 12:18:49, 469 ნახვა
საზოგადოება
„მთავარი არხი“ - ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა
„მთავარი არხის“ თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების მიხედვით, მუშაობენ, რათა სრულყოფილი ეთერის აღსადგენად ალტერნატიული სახსრები გამონახონ. „ჩვენ აღარ გვაქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები. გადაცემები, რომლებიც ვერ გავა ეთერში: საინფორმაციო გამოშვებები; სპეც-ეთერები; „პოსტ-ფაქტუმი“; „მთავარი შაბათს“; „დღის სტუმარი“ „განსხვავებული აქცენტები“; „ღამის მთავარი“; „შენი დილა“; „შენი შუადღე“; „შენი შუაღამე“; „ლიტერატურული სამკუთხედი“; „მთავარი მსოფლიოში“. ამ დროისთვის „მთავარი არხის“ ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები სრულყოფილი ეთერის აღსადგენად. მთავარი ხართ თქვენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)