08:44 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 16:39:51, 413 ნახვა

სამართალი
მოსამართლემ გიორგი ოკრიბელაშვილი 3500 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ომარ ოკრიბელაშვილსი მამა, გიორგი ოკრიბელაშვილი, რომელიც 10 თებერვლის ღამეს პოლიციამ რუსთაველის გამზირზე დააკავა, 3500 ლარით დააჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა. 

შეგახსენებთ, რომ უწყევტი პროტეტის 75-ე დღეს პოლიცია ხალხს გზის გადაკეტვის შესაძლებლობას არ აძლევდა, რასაც დაკავების და ძალადობის მთელი სერია მოჰყვა. 

ცნობისთვის, ომარ ოკრიბელაშვილი "ჯებირების საქმის" ერთ-ერთი ბრალდებულია. 

შეგახსენებთ, რომ ომარ ოკრიბელაშვილს და საბა მეფარიშვილს სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, რაც ამნისტიით 2,5 წელი გახდა. აქედან ერთი წელი პირობით სასჯელად ჩაითვალა, ხოლო წელიწად-ნახევარი - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად. ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 8 თვეა სასჯელს იხდიან, შესაბამისად, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებენ.

ცნობისთვის, 20 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics