|
2016-03-08 15:46:20, 698 ნახვა
საზოგადოება
„შენ კენჭს იყრიდი იმ ღამეს მერი“ - ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება ყველა მშობელს“; „მოგ.....თ კერძო საკუთრება“; „არ გათხოვდე, გათხოვდება ქმრის მსახურებაა“; „ენა მამული ჰომოფობიაა“; „შვებულება პრივილეგია არ არის“ „შენ კენჭს იყრიდი იმ ღამეს მერი“, - ამ ტრანსფარანტებით თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის ფილარმონიის წინ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პროტესტს გამოხატავენ ქვეყანაში არსებულ მძიმე და დისკრიმინაციულ შრომით პირობებთან დაკავშირებით. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრმა ეკა იმერლიშვილმა აღნიშნა, მათი მიზანია 8 მარტი აღინიშნოს, როგორც ქალთა შრომის უფლებების დღე. „ჩვენი მიზანია 8 მარტი აღინიშნოს, როგორც ქალთა შრომითი უფლებების აღნიშვნის დღე. ჩვენ ხაზი გვინდა გავუსვათ იმას, რომ ეს არ არის მხოლოდ ყვავილების ჩუქების დღე. ეს დღე უნდა მიეძღვნას ქალთა შრომის უფლებებს“, - აღნიშნა იმერლიშვილმა. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)