|
2025-02-11 14:47:57, 416 ნახვა
სამართალი
საია - თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის დამძიმება ან რაიმე მძიმე შედეგი სრულად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იქნება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია შესაბამის უწყებებს კვლავ არ წარუდგენიათ, ხოლო ხელთარსებული სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად, სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა იკვეთება.
ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვს ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა. 6 თებერვალს ქათამაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბათუმელმა მედროშემ 15 კილოგრამი დაიკლო და მას გადაადგილებაც უჭირს. შეგახსნებთ, ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე 26 დღეა შიმშილობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)