22:12 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 16:17:30, 388 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპა ყოველთვის დაუჭერს მხარს სამართლიანობას

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა თავისუფლად უნდა შეეძლოს.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საერთაშორისო დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას უზრუნველყოფს და აწვდის ხმას მსხვერპლებს მთელ მსოფლიოში. მას თავისუფლად უნდა შეეძლოს გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროპა ყოველთვის მხარს დაუჭერს სამართლიანობას და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაინი სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დასანქცირების შესახებ. აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო ახორციელებს არალეგიტიმურ და უსაფუძვლო ქმედებებს, რომლის სამიზნეც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე ისრაელია. ბრძანების თანახმად, სანქციები ითვალისწინებს ფინანსური და სავიზო შეზღუდვების დაწესებას იმ პირებსა და მათ ოჯახებზე, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ან მოკავშირეების წინააღმდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics