|
2025-02-06 16:58:54, 446 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის სისტემის შექმნაში „ფეესბე“ იყო ჩართული - Financial Times
ევროპის სახალხო პროკურატურა (EPPO) იძიებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა/გასვლის კონტროლის ავტომატურ(EES) სისტემის შექმნაში რუსული FSB-ს მონაწილეობას. Financial Times შესაბამის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირში შესვლა/გასვლის კონტროლის სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფაში ჩართულნი იყვნენ ფრანგული IT კომპანია Atos-ის მოსკოვის განყოფილების თანამშრომლები. 212 მილიონი ევროს ღირებულების EES-ის სისტემის შექმნაზე კონტრაქტი 2019 წელს ფრანგულმა Atos-მა და იტალიურმა კომპანია Leonardo-მ მიიღეს. სისტემა 2024 წლის ნოემბერში უნდა გაშვებულიყო, მაგრამ მისი ამოქმედება გადაიდო. აღნიშნული სისტემა შეაგროვებს მონაცემებს ყველა უცხოელი მოგზაურის შესახებ, რომელიც შედის ან ტოვებს ევროკავშირს. სისტემა ჩაიწერს პერსონალურ და ბიომეტრიულ მონაცემებს, ასევე მათ სავიზო სტატუსს. FT წერს, რომ Atos-ის მოსკოვის ფილიალი მუშაობდა FSB-ს ლიცენზიით. ლიცენზია მას ანიჭებს უფლებას „დაშიფვრის (კრიპტოგრაფიული) ხელსაწყოების, ინფორმაციისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების შემუშავების, წარმოებისა და გავრცელებისთვის. გამოცემის ინფორმაციით, Atos-ის მოსკოვის განყოფილების პერსონალი „პირდაპირ იყო ჩართული ევროკავშირის სასაზღვრო სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაში“. 2022 წლის აპრილის დასაწყისში Atos-მა გამოაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუსეთის ბაზრიდან გადიოდა. EES სისტემა EU-ს არარეზიდენტების საზღვრის კვეთას ციფრულად დააფიქსირებს, რის გამოც ფიზიკური ბეჭდების საჭიროება აღარ იარსებებს. სისტემა მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან უვიზოდ ან მოკლევადინი ვიზით მოგზაურებს დაარეგისტრირებს. შენგენის ზონის გადაკვეთის თითოეულ შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად დააფიქსირებს მგზავრის სახელს, სამოგზაურო დოკუმენტებს, ბიომეტრიულ მონაცემებს, მათ შორის თითის ანაბეჭდებსა და ფოტოებს, ასევე საზღვრის კვეთის დროსა და ადგილს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)