|
2016-03-07 20:46:31, 589 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: „მაესტროს“ ამბები ჟურნალისტების მიერ არის პოლიტიზირებული
მე მგონია, რომ „მაესტროს“ ამბები ჟურნალისტების მიერ არის პოლიტიზირებული, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ის ვერანაირ არგუმენტს ვერ ხედავს იმაში, რომ რომელიმე სამთავრობო სტრუქტურა ან მთლიანად მთავრობა რაღაცა ფორმით ამ დავაში მონაწილეობს. „მე პირადად ჟურნალისტების ბედი მაღელვებს. ვფიქრობ, რომ ისინი თავის მუშაობას ყოველგვარი ინსინუაციების გარეშე უნდა აგრძელებდნენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. მისივე თქმით, მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ უნდა გააკეთონ. „მართალი გითხრათ დეტალებთან დაკავშირებით უფრო ვენდობი პროცესს, რომელიც მიმდინარეობს, ვიდრე ცალკეულ განცხადებებს, რომლებსაც აშკარად პოლიტიკური შეფერილობა გააჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)