21:34 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 20:32:35, 513 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: კოალიცია გამოდის ინიციატივით, ქორწინება კონსტიტუციის დონეზე იყოს გარანტირებული

კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ ქორწინებასთან დაკავშირებით პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განხილულ საკითხთა შორის ერთ-ერთი უმთავრესია საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება, რომელიც ქორწინებას როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის სამოქალაქო კოდექსში არსებული განმარტების საკონსტიტუციო დონეზე გამყარებას გულისხმობს.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რესპუბლიკურმა პარტაიმ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა, რაც მისივე თქმით, ეხება არა საკითხის შინაარსს, არამედ მისი განხორციელების გზებსა და საშუალებებს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კოალიცია ცოტა ხნის წინ გააკეთა მნიშვნელოვანი განაცხადი. კოალიცია დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგია რაც გამყარდა შესაბამისი კანონის მიღებით.

ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით და ერთხმად კოალიციის ერთგულებას გიდასტურებთ აღნიშნულ პრინციპისადმი რაც დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის მიუღებლობას გულისხმობს და აღკვეთს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, კოალიცია ინიციატივით გამოდის, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობების დაცვა როგორიცაა ქორწინება, ქვეყნის მთავარი კანონის, კონსტიტუციის დონეზე იყო გარანტირებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics