21:34 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 19:42:02, 514 ნახვა

პოლიტიკა
პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ქორწინებასთან დაკავშირებით პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება მოხდება

"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა, - ამის შესახებ ადგილიდან "ექსპრესნიუსისი" რეპორტიორი იტყობინება.

პოლიტსაბჭოზე კოალიციის წევრი სუბიექტები შეთანხმდნენ, რომ პარლამენტში მოხდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია. 

ამ საკითხზე კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობა იყო. ამის საჭიროებას ვერ ხედავდნენ "რესპუბლიკელები". პარტიამ ამის შესახებ განცხადება დღესაც გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ამ საკითხის ინიცირება და შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილების ვერ მიღება ქორწინებას უფრო მეტად დააზარალებს. 

ცნობისთვის, სამოქალაქო კოდექსში აქამდეც ეწერა, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია. თუ საკონსტიტუციო მხარდაჭერას მოაგროვებენ, ეს ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაშიც ჩაიწერება. 

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად 113 ხმაა საჭირო. ამ ეტაპზე კი საპარლამენტო უმრავლესობაში 85 დეპუტატი ირიცხება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics