11:14 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 11:17:59, 371 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ შშმ პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე დაზარალებული გადაიბირეს და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ.  ექსპლუატაციით მიღებულ თანხას კი  ისაკუთრებდნენ. 

ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და მესამე ნაწილის ,,დ" და ,,ე" ქვეპუნქტებით წარედგინა (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics