08:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 18:56:20, 439 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა ბრუნო ფუქსთან საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ქვეყნის ევროპულ მომავალზე იმსჯელა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტს, ბრუნო ფუქსს ესაუბრა.

სატელეფონო საუბრისას განიხილეს ქვეყანაში არსებულ ვითარება, მმართველი რეჟიმის რეპრესიულ პოლიტიკა და რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უხეშად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს, რომლის მიზანია ჩაახშოს ქვეყანაში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტი და დათესოს შიში, რაც მხოლოდ დიქტატორული რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას. აღინიშნა, რომ საქართველო უფრო და უფრო ცხადად შორდება დასავლეთს და მიდის რუსეთისკენ, ხალხის ურყევი ნებაა იბრძოლოს ევროინტეგრაციისა და  თავისუფლებისთვის და უკვე ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობს უწყვეტი პტოტესტი.

 ხაზი გაესვა ამ პროცესში დასავლელი პარტნიორების ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას.

29 იანვარს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის სესიაში, რომელიც საქართველოში შექმნილ ვითარებას მიეძღვნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics