|
2025-02-05 15:36:27, 431 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა „ნაც.მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა
83 მომხრე, 0 წინააღმდეგი - პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. პარლამენტის დადგენილების პროექტი უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ წარადგინა. მომხსენებლის მიმართ არ დასმულა კითხვები და არც სიტყვით არავინ გამოსულა. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია - ასეთია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სახელწოდება, რომლის შექმნასაც დღესვე ეყრება კენჭი. დადგენილების პროექტის თანახმად, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრება, თუმცა “ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდება და სულ 6 თვე იმუშავებს. დადგენილების პროექტის მიხედვით, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია. “საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც 2003-2012 წლებში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე მრავალი დანაშაული ჩაიდინა. 2012 წლიდან დღემდე, ეს პოლიტიკური ძალა ღიად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნის საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის მიერ ჩადენილი უმთავრესი სისტემური დანაშაულების შესახებ ფართოდ არის ცნობილი. კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას უკავშირდება - პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა, კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით, კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება, 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალება. გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასაკის გამო არ შესწრებია დანაშაულებს, რომლებსაც “ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი სჩადიოდა. შესაბამისად, 2003-2012 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაულების შეუფასებლობა წარმოადგენს პრობლემას, რამაც დააბრკოლა საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება, ხელი შეუწყო პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს შექმნასა და საბოლოო ჯამში, საფრთხე შეუქმნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს“, - წერს “ქართული ოცნება“ დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)