08:30 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 17:37:15, 552 ნახვა

საზოგადოება
მაკა ასათიანის ადვოკატი: ლევან გაჩეჩილაძე სარედაქციო დამოუკიდებლობის პირობას დებს

ტელეკომპანია „მაესტროს“ 25%-იანი წილის მფლობელის მაკა ასათიანის ადვოკატის, გიორგი გვენეტაძის განცხადებით, ისინი როგორც მინიმუმ შეთანხდნენ, რომ შენობა არის სადაო.

გვენეტაძის თქმით, გაჩეჩილაძემ თავისი პოზიციები გააცნო მათ, თუ რას ფიქრობს ის ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„შეთანხმებაზე საუბრი ზედმეტია. მან თავისი მოსაზრებები გაგვაცნო, თუ რას ფიქრობს ის ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით. პირველი, რაზეც შევთანხმდით, მას აქვს უფლება და ცხადია, ჩვენც ყველანაირად ვუწყობთ ხელს რომ შეხვდეს თანამშრომლებს, რათა გააცნოს თავისი მოსაზრებები.

თანამშრომლები უნდა ჩამოყალიბდნენ იმასთან დაკავშირებით, გააგრძელებენ თუ არა თანამშრომლობას, მისაღები იქნება თუ არა მისი პირობები მათთვის. ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ შენობა, როგორც მინიმუმ არის სადავო. თუ ვერ შევთანხმდებით შემდგომშიც, ბატონი ლევანი არ გამორიცხავს, იჯარაზე ალტერნატიული ფართის მოძიებას“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ლევან გაჩეჩილაძე იძლევა სრულ პირობას, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება შენარჩუნებული.

„მას დრო სჭირდება იმისთვის, რომ გაერკვეს ფინანსურ და ადმინისტრაციულ ვითარებაში და ჩვენს პასუხებზე ჩამოყალიბდეს“, - განაცხადა გვენეტაძემ და დასძინა, რომ ლევან გაჩეჩილაძესთან მოსალაპარაკებლად რამდენიმე ჟურნალისტია შესული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics