00:58 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 16:56:48, 585 ნახვა

სამართალი
აბაშიშვილი: სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პროცესში გვჯერა, ანა დოლიძის როლი ძალიან დიდი იქნება

„საქართველოს პრეზიდენტისთვის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მთლიანობაში  მოსამართლეთა დაცულობა  არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი და გვჯერა,  რომ ამ პროცესში  ანა დოლიძის  როლი იქნება  ძალიან დიდი“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  განაცხადა, სადაც პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ანა დოლიძის კანდიდატურას განიხილავენ.

„ევროსასამართლოს ნაწილში ის, რომ ანა დოლიძე  ამ პროცესის შედეგად 50-მდე კანდიდატურიდან მოხვდა 5 წევრში იმ კომისიის მიერ,  რომელიც დაკომპლექტებული იყო როგორც თითქმის ყველა სახელისუფლებო შტოსგან, ისე არასამთავრობო სექტორისგან, აქ ასეთი მაღალი შეფასებები დაიმსახურა და საუკეთესო ხუთეულში მოხვდა,  კიდევ ერთხელ  ადასტურებს მის მაღალკვალიფიკაციას და აჩვენებს, რამდენად სწორი არჩევანი გაკეთდა ჩვენი მხრიდან. საქართველოს პრეზიდენტისთვის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მთლიანობაში  მოსამართლეთა დაცულობა და ხელშეწყობა მოსამართლეების დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი და გვჯერა, რომ ამ პროცესში ანა დოლიძის  როლი ძალიან დიდი იქნება“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics