|
2016-03-07 16:41:12, 1244 ნახვა
კომენტარი
გაჩეჩილაძის ადვოკატი: თუ საჭირო გახდა, კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს მივმართავთ
„შეხვედრიდან მოლოდინი გვაქვს, რომ კანონის ფარგლებში, ლევანს შესაძლებლობა მიეცემა შენობაში შევიდეს“, - ამის შესახებ „მაესტროს“ ახლადდანიშნული გენერალური დირექტორის ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატმა ნანუკა ჭკუასელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „მაესტროს“ რამოდენიმე ჟურნალისტმა ლევანთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. „შეხვედრიდან მოლოდინი გვაქვს, რომ ლევანს შესაძლებლობა მიეცემა შევიდეს შენობაში და განახორციელოს ის ფუნქციები, რაც შპს ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურ დირექტორს ევალება. საიჯარო ხელშეკრულებას რაც შეეხება, არც საჯარო რეესტრში არ ფიქსირდება ხელშეკრულების შესახებ, არც მეურვეს არ აქვს ეს ხელშეკრულება. ლევანისგან მაქვს ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა საუბარი რამოდენიმე ჟურნალისტთან, რომლებმაც მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს. დიდი იმედი გვაქვს, რომ არ დაგვჭირდება დამატებითი ღონისძიებებისთვის მიმართვა. თუ საჭირო გახდა, მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს“, - აღნიშნა ჭკუასელმა. ჟურნალისტის კითხვაზე - აპირებენ თუ არა შენობაში აღსრულების ბიუროს მეშვეობით შესვლას, ჭკუასელმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ იტყვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)