09:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 09:35:14, 385 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ისეთი შეშინებულები არიან, მოთმინება კი არა გაგონებაც არ უნდათ იმისი, რასაც საზოგადოება მათზე ფიქრობს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება "ქართული ოცნების" მხრიდან დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს მოქმედება შიშზე მეტყველებს. მისი სიტყვებით, მოთმინება კი არა გაგონებაც არ უნდათ იმისი, რასაც საზოგადოება მათზე ფიქრობს.

"არ ვიცი, არ ვიცი. მთელ ამ წლების მანძილზე გინება და შეურაცხყოფა ვისგან არ მომისმენია, პრემიერი იქნებოდა ეს თუ რიგითი პარლამენტარი, თუნდაც დღევანდელი დეფაქტო პრეზიდენტი! არავის (ერთი თუ ორის გარდა) ამ “ღირსეული ქცევისგან” თავი არ შეუკავებია!

თუმცა მეუბნებოდნენ, რომ თურმე პოლიტიკური თანამდებობის პირს თმენის ვალდებულება გააჩნია… რაღაც ვერ ვატყობ მოთმინების უნარს ამათ შორის, უფრო ეხერხებათ შურისძიება და რევანში!!!

ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ისე შეშინებულნი არიან, მოთმინება კი არა გაგონებაც არ უნდათ იმისი რასაც ფიქრობს საზოგადოება მათზე.

ეხ… რა ძნელია შენი ხალხის შიში რომ დაგიპყრობს… !" - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics