|
2025-02-03 15:53:25, 420 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე მზია ამაღლობელზე - ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი
მამუკა მდინარაძე „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელზე, მზია ამაღლობელზე, რომელიც 23 დღეა შიმშილობს ამბობს, რომ მან ჭამა უნდა დაიწყოს და „დამთავრდება ყველაფერი“. „რაც შეეხება ქალბატონ მზიას, ჩვენ ისე წარმოგვიჩენენ, რომ თითქოს დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს, გასაგებია შიმშილობა, გასაგებია ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი, ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი. სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში, არც ერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესი, რომ შანტაჟს სახელმწიფო არ და ვერ დაექვემდებარება. კარგად თუ უნდა იყოს, შიმშილისკენ და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის თავს მიხედოს და ჯანმრთელობას მიხედონ, შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტანი, ნებისმიერ შემთხვევაში“, - თქვა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)