|
2025-02-03 12:58:22, 344 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - რეფორმის შედეგად უნდა მოხდეს პოლიციის მუნიციპალიზაცია
არ შეიძლება ყველაფერი ერთ ორგანოში იყრიდეს თავს, აუცილებელია პოლიციის ნაწილი გადავიდეს ადგილობრივ თვითმმართველობებში და ადგილობრივ ხელისუფლებას ემორჩილებოდეს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პოლიციელების იდენტიფიცირება შესაძლებელი უნდა იყოს. „უნდა გავყოთ პოლიცია და ეს ზონდერები, რომლებიც გუშინ მშვიდობიან მოსახლეობას გამეტებით ურტყამდნენ. პოლიცია - ესენი არიან ქვეითები, ეს არის საპატრულო, ეს არის საზღვარზე მომუშავე ხალხი, რომელსაც 1 500 ლარი აქვთ ხელფასი და თავგანწირვით გვემსახურებიან. ვინც გუშინ ვნახეთ, ისინი არიან ზონდერ ბრიგადები. მათი ქცევა და მაჩვენებლები პოლიციის ქმედებებში არ ჯდება. პოლიციის იდენტიფიცირება „პოლიციის შესახებ კანონის“ მიხედვით უნდა იყოს შესაძლებელი. მათი იდენტიფიცირება ნომრით, სახით უნდა იყოს შესაძლებელი. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც ვსაუბრობდით შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმაზე, დასავლური სტანდარტების შემოღებაზე, არაფერი გაკეთებულა. მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ გვექნება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ეს არის პოლიციის რეფორმა. ერთ-ერთი იდეა, რომელიც ადრე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ეს არის პოლიციის მუნიციპალიზაცია. ისევე, როგორც ვსაუბრობ სასამართლო კლანზე. არ შეიძლება ყველაფერი ერთ ორგანოში იყრიდეს თავს. აუცილებელია, პოლიციის ნაწილი გადავიდეს ადგილობრივ თვითმმართველობებში და ემორჩილებოდეს ადგილობრივ ხელისუფლებას. ზუსტად ისე, როგორც ამერიკაშია. ადგილობრივი პოლიცია და ფედერალური პოლიცია არის სხვადასხვა. ეს იმიტომ ხდება, რომ ვერავინ მოუყაროს თავი ერთ ადგილზე ამ ყველაფერს და მერე არ მართოს ხალხის საზიანოდ. ამიტომ, არის პოლიცია დეცენტრალიზებული. ეს უნდა გავაკეთო ჩვენ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)