|
2016-03-07 15:30:58, 431 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილს არ შევხვედრილვარ, მასთან სატელეფონო საუბარი მქონდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მისი ყველა შეხვედრის თაობაზე არ საუბრობს. ამის შესახებ უსუფაშვილმა ჟურნალიტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, არსებული ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. უსუფაშვილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილს ბიძინა ივანიშვილთან ძალიან ნორმალური და საქმიანი ურთიერთობა აქვს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში თავად ივანიშვილს არ შეხვედრია, თუმცა ტელეფონზე ესაუბრა. „რაც შეეხება კვირიკაშვილის შეხვედრებს ბატონ ბიძინასთან, თუ სხვებთან, კვირიკაშვილი არ აკეთებს ინფორმირებას ყველა შეხვედრის თაობაზე, რაც მას აქვს. ვიცი, რომ მას ნორმალური და საქმიანი ურთიერთობა აქვს ბატონ ბიძინასთან, როცა ამის საჭიროებას თვლის, ან ბატონი ბიძინა, ან თავად. ბიძინას არ შევხვედრილვარ, სატელეფონო საუბარი მქონდა”,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)