|
2025-02-02 15:13:44, 430 ნახვა
პოლიტიკა
შსს: აქციის თითოეულ ლოკაციაზე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 თებერვალს თბილისი მოლის მიმდებარედ დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საპროტესტო მარშების დაწყების თითოეულ ლოკაციაზე შსს-ის შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი. "საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თითოეულ ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი. სამართალდამცველები უზრუნველყოფენ, რომ შეკრებამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში, კანონით დადგენილ ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია აქციის მონაწილეები გეგმავენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას" – წერს შსს. 2 თებერვალს, 16:00 საათზე თბილისის მოლის მიმდებარედ საპროტესტო მარშების გაერთიანება და რამდენიმე საათით დიღმის გზის გადაკეტვა იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)